უშვილოთა შემწე ორსული ღვთისმშობელი – 13 აგვისტოს დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულია

13 აგვისტოს დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულია. დირბის მიდგომილი (ორსული) ღვთისმშობელი, ღვთისმშობლის განსაკუთრებული უიშვიათესი მე-14 საუკუნის გამოსახულება, უპირველეს ყოვლისა, უშვილოთა და ორსულთა შემწედ ითვლება, იგი მრავალი სასწაულით განდიდდა და სწორედ ამიტომ, ის მრავალ მორწმუნე მართლმადიდებელში აღძრავს რწმენასა და სასოებას. შვილიერების მოსურნე ადამიანები და ორსულები უწყვეტად მოედინებიან მასთან და ყოველთა დედას გულმხურვალედ ევედრებიან შეწევნასა და მფარველობას.

მონასტერში დაცულია რამდენიმე ასეული ადამიანის ჩანაწერი, რომლებიც შვილიერების სასწაულს, უსაფრთხო ორსულობასა და მშობიარობას სწორედ დირბის ღვთისმშობელს უკავშირებენ.

სწორედ ამ საყოველთაო სახალხო სიყვარულის გამოხატულებაა ის, რომ მიტროპოლიტი იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით დაწესდა დირბის ღვთისმშობლის დღესასწაული 13 აგვისტო.

წელსაც ეს დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნება დირბის დედათა მონასტერში (ქარელის რაიონი, სოფელი დირბი) აღესრულება საზეიმო წირვა. ამ დღეს მონასტერში გასაკუთებული საზეიმო განწყობა და ხალხმრავლობაა. უამრავი მორწმუნე მოედინება მონასტრისაკენ დირბის ღვთისმშობლის თაყვანისსაცემად, მოჰყავთ ბაშვები, ეზიარებიან, იმართება ნათლობები, გადაიხდება დირბის ღვთისმშობლის პარაკლისები და აღევლინება დაუჯდომელები.

იმართება მონასტერში შესრულებული ფერწერული ნამუშევრებისა და დეკორატიული სანთლების გამოფენა- გაყიდვა.

მსგავსი თემები