კურსკის გუბერნატორი ამბობს, რომ უკრაინას ოლქის 28 სოფელი აქვს დაკავებული

კურსკის გუბერნატორი, ალექსეი სმირნოვი ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ოლქის 28 სოფელი აქვს დაკავებული. ამის შესახებ მან პუტინთან თათბირისას განაცხადა.

სმირნოვი ამბობს, რომ რეგიონში კვლავ რთული სიტუაციაა. იგი ამტკიცებს, რომ უკრაინელები კურსკის ოლქში 12 კილომეტრზე არიან შეჭრილები, ფრონტი კი 40 კილომეტრზეა გაშლილი.

მისივე თქმით, უკრაინელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთის 2 000 მოქალაქე რჩება.

მსგავსი თემები