ათენთან ახლოს ტყის ხანძრებს ებრძვიან

ათენთან ახლოს ტყის ხანძრებს ებრძვიან. ამ დროისთვის ხანძარი უკონტროლოა და სალიკვიდაციო სამუშაოებში ბერძენი სამხედროებიც ჩართნენ.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ჯარისკაცები აღმოსავლეთ მაკედონიიდან, პელოპონესიდან და ცენტრალური საბერძნეთიდან გამთენიას ჩავიდნენ.

,,ცეცხლი უკონტროლო და უკიდურესად აგრესიულია. ის მუდმივად იცვლის მიმართულებას და ეს პრობლემებს უქმნის როგორც სახმელეთო ძალებს, ასევე საჰაერო ძალებს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები