სამეგრელოში მანქანა ქვეითს დაეჯახა

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. დაღუპული 62 წლის კაცია და ის ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ გაქცეულა და საპატრულო პოლიციას ადგილზე დახვდა. ამჟამად ის განყოფილებაშია გადაიყვანილი და სამართალდამცველების შეკითხვებს პასუხობს.

მსგავსი თემები