„უკრაინელი ჯარისკაცების რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის მიზანი, ქვეყნის დესტაბილიზაციაა”- მედია

„რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრაში, რომლის მიზანიც ქვეყნის სისუსტეების ჩვენებით რუსეთის დესტაბილიზაციაა, ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი მონაწილეობს“ – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.

“ჩვენ შეტევაზე ვართ. მიზანია მოწინააღმდეგის პოზიციების გაჭიმვა, მაქსიმალური დანაკარგების მიყენება და სიტუაციის დესტაბილიზაცია რუსეთში, რადგან მათ არ შეუძლიათ საკუთარი საზღვრის დაცვა“, – განაცხადა უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით.

მანამდე, რუსეთის არმიამ განაცხადა, რომ შეჭრაში, დაახლოებით, 1 000 უკრაინელი ჯარისკაცი იყო ჩართული. კითხვაზე, სიმართლეს შეესაბამება თუ არა ეს რიცხვი, ოფიციალურმა პირმა უპასუხა: „ბევრად მეტია, ათასობით.”

 

 

მსგავსი თემები