სირიაში ამერიკულ სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ-არიან დაშავებულები

სირიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მიტანილი იერიშის შედეგად რამდენიმე სამხედრო დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც ანონიმური წყარო სააგენტოსთან საუბარში ამბობს, სამხედროებს სერიოზული დაზიანება არ აღენიშნებათ.

ამ კვირაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ეს უკვე მეორე თავდასხმაა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ჯგუფს არ აუღია.

 

მსგავსი თემები