“ორპარტიული ვიზიტი ადასტურებს აშშ-ის უმაღლეს ყურადღებას საქართველოში არსებულ სიტუაციასთან მიმართებაში”- ბოკუჩავა

“კონგრესმენმა ტერნერმა და სენატორმა შაჰინმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული მხარდაჭერა ქართველი ხალხის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ”- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სენატორ ჯინ შაჰინთან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ცვლილების ერთადერთი შანსი 26 ოქტომბრის არჩევნებია.

„ეს ორპარტიული ვიზიტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს ყურადღებას საქართველოში არსებულ სიტუაციასთან მიმართებაში, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლება ანტიდასავლური, მტრული რიტორიკით დასავლეთის მიმართ, რუსული კანონით ზიანს აყენებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობას ისევე, როგორ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ პერსპექტივას. ამის ცვლილების ერთადერთი შანსი 26 ოქტომბრის არჩევნებია“, – განაცხადა ბოკუჩავამ

ბოკუჩავამ ასევე განაცხადა, რომ შეხვედრისას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზეც ისაუბრეს.

„კანონზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა“- მაკა ბოჭორიშვილი ჯინ შაჰინთან და  მაიკ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ

 

მსგავსი თემები