მექსიკის პრეზიდენტის თქმით, თუ პუტინი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩამოვა, მას არ დააკავებენ

მექსიკის მოქმედმა პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეზ ობრადორმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მექსიკის ახალი ლიდერის კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციაზე ჩამოვა, მას მექსიკელი სამართალდამცველები არ დააკავებენ.

„ჩვენ ეს არ შეგვიძლია. ეს არაა ჩვენი საქმე“, – ციტირებს ობრადორს Reuters-ი.

შეინბაუმის ინაუგურაცია 1 ოქტომბერს არის დაგეგმილი. პუტინი ფიცის დადების ცერემონიაზე ოფიციალურად მექსიკის ახალი პრეზიდენტის გუნდა მიიწვია.

უკრაინის ხელისუფლებამ 7 აგვისტოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოცემული ორდერის საფუძველზე მექსიკას პუტინის დაპატიმრება სთხოვა.

რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი ჰააგის სისხლს სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წელს გასცა. პუტინი ეჭვმიტანილია სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. კერძოდ კი რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან უკრაინის მოქალაქეთა, კონკრეტულად კი ბავშვების დეპორტაციაში. მექსიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას ცნობს.

მსგავსი თემები