“კურსკის რეგიონში უკრაინამ 280-ზე მეტი ჯარისკაცი და 27 ერთეული ჯავშანტექნიკა დაკარგა”- რუსეთის თავდაცვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში კურსკის რეგიონში უკრაინის არმიამ 280-ზე მეტი ჯარისკაცი და 27 ერთეული ჯავშანტექნიკა დაკარგა. მათივე მონაცემებით, უკრაინის არმიის დანაკარგები ბოლო ერთ დღეში ამგვარად გამოიყურება: ოთხი ტანკი, ხუთი ჯავშანტრანსპორტიორი, 18 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 155 მილიმეტრიანი ჰაუბიცა „ემ 777“, 155 მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი „კრაბი“ და 152 მილიმეტრიანი ჰაუბიცა „დე-20“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთში შეჭრის შემდეგ უკრაინის არმიამ, საერთო ჯამში 900-ზე მეტი ჯარისკაცი და 100-ზე მეტი ჯავშანტექნიკა დაკარგა.

მსგავსი თემები