პარიზის ოლიმპიადაზე ტრავმის მიზეზით უმედლოდ დაასრულა ასპარეზობა 61 კგ წონაში მოასპარეზე ქართველმა ძალოსანმა, შოთა მიშველიძემ. მან ატაცში 121 კილოგრამი დაძლია, ხოლო აკვრაში ჯერ 125 ასწია, შემდეგ – 135, ბოლოს 150-კილოგრამიან შტანგასთან მივიდა, თუმცა აწევა ვერ შეძლო და აკვრაში ყველაზე მაღალი 135 კილოგრამი დარჩა. ამ შედეგით ის ორჭიდის ჯამში მეექვსე იყო.
ჩემპიონი ჩინელი ფაბინ ლი გახდა.