ნატო-ში აზერბაიჯანის ელჩი და მის მეუღლე გაძარცვეს-შემთხვევა ბრიუსელში მოხდა

ნატო-ში აზერბაიჯანის ელჩს, ჯაფარ ჰუსეინზადესა და მის მეუღლეს ბრიუსელში თავს დაესხნენ და გაძარცვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ორი თავდამსხმელი სკუტერით მიუახლოვდა, ერთ-ერთმა მათგანმა პისტოლეტი ორივეს თავში ჩაარტყა და „როლექსის“ ორი საათი და ჩანთა წაართვა.

ბელგიური მედიის ცნობით, საათების ღირებულება 90 000 ევროა. ადგილობრივი მედია წერს, რომ პისტოლეტის ჩარტყმის შემდეგ ჰუსეინზადეს მეუღლეს თავიდან სისხლი წასკდა. ცოლ-ქმარი გამოსაკვლევად საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბრიუსელის პროკურატურამ დაადასტურა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა.

მსგავსი თემები