მორიგი რეკორდი ოლიმპიადაზე-შეჯიბრებაში მონაწილეობა 11 წლის სპორტსმენმა მიიღო

პარიზის ოლიმპიადაზე მორიგი რეკორდი 6 აგვისტოს დაფიქსირდა. სკეიტბორდინგის შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო 11 წლის ჟენგ ჰაოჰაომ, რომელიც პარიზის ოლიმპიადის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა. ჟენგ ჰაოჰა ყველაზე ახალგაზრდა ჩინელი სპორტსმენია ოლიმპიადების ისტორიაში.

მან მსაჯებისგან 63,19 ქულა დაიმსახურა, 22 სპორტსმენს შორის მეთვრამეტე იყო და კვალიფიკაცია ვერ დაძლია.

მსგავსი თემები