საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტოს აფგან სადიგოვის ექსტრადირების მცდელობა – Amnesty International

Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი ეხმაურება თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, Azel.TV-ის მთავარი რედაქტორის აფგან სადიგოვის დაკავებას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ,,საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აფგან სადიგოვის ექსტრადირების მცდელობები” და უზრუნველყოს მისი და მისი მეუღლის დაცვა, თუ ისინი ამისთვის მიმართავენ ქვეყანას.

,,ალბათ, ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირებით მას ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვანი რისკი შეექმნება, წამების, თავისუფლების თვითნებური აღკვეთის, უსამართლო სასამართლოს ჩათვლით”, – ნათქვამია განცხადებაში.

Amnesty International ასევე მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ჟურნალისტებისა და ხელისუფლების სხვა კრიტიკოსების მიმართ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა, ვინც დააპატიმრეს მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენების გამო.

 

მსგავსი თემები