“ის საზოგადოებას რევანშს ჰპირდება, პირდაპირ რეპრესიებს“- პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილზე

“ივანიშვილმა საზოგადოებას არაფერი უთხრა, რატომ გადაახვევინა კურსიდან მთავრობას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებელია, ზიანი მიაყენა ქვეყანას, იზოლაციაში ჩააყენა, დაასუსტა” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ  „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას რევანშს და რეპრესიებს ჰპირდება.

„ბატონმა ივანიშვილმა თავის საზოგადოებას არაფერი უთხრა და არაფერი ახსნა, რატომ გადაახვევინა კურსიდან, იმ მთავრობას, რომელიც ვიცით, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებელი, ასეთი ზიანი მიაყენა ქვეყანას, ქვეყანა იზოლაციაში ჩააყენა, ეს ქვეყანა დაასუსტა – გაერთიანებული ქვეყანა. სტატუსის მიღების დღეები ხომ არ დაგვავიწყდა? – რა ბედნიერება იყო ხალხში და ყველა ყველას ულოცავდა. ეს ყველაფერი გათელა იმისთვის, რომ უაზრო და არასაჭირო კანონი შემოატანა, რატომ? ვინმეს უთხრა? ჩვენ მისგან ორი დიდი სიტყვა ვიცით, რომელიც ალბათ, მისი დაწერილიც არ არის, ორი დიდი სიტყვა, რომელიც მტრულად არის განწყობილი, ჯერ ერთი ჩვენი პარტნიორების მიმართ და მეორეც ერთი საზოგადოების მიმართ. ის საზოგადოებას რევანშს ჰპირდება, პირდაპირ რეპრესიებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

“ამერიკა ხომ არ არის შენი პატარა ბავშვი, რომელსაც აბურთავებ”- სალომე ზურაბიშვილი

 

მსგავსი თემები