იაპონიაში საფონდო ბირჟაზე 37 წლის განმავლობაში აქციების ყველაზე მსხვილი ვარდნა დაფიქსირდა

იაპონიის საფონდო ბირჟაზე ბოლო 37 წლის განმავლობაში აქციების ყველაზე მსხვილი ვარდნა დაფიქსირდა.  Reuters-ის ცნობით, იაპონიის მთავარი საფონდო ინდექსი Nikkei 13%-ით დაეცა. აქციების ვარდნის მთავარი მიზეზი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსალოდნელი ეკონომიკური რეცესიაა.

ასევე ეცემა ამერიკული საფონდო ინდექსები, ამერიკის ბირჟაზე NASDAQ-ის ინდექსი 4,7%-ით შემცირდა. ვარდნის ტენდენციები დაფიქსირდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის სხვა ქვეყნებშიც.

მსგავსი თემები