ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ბელარუსში რეპრესიებში მონაწილე 28 პირს

ევროკავშირის საბჭოს ცნობით, ორშაბათს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დააწესონ სანქციები კიდევ 28 ადამიანი მიმართ, ბელარუსში შიდა რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაში მათი როლის გამო.

სანქციები შეეხო ქვეყნის შსს-ს ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს (ГУБЭПиК) უფროსის ორ მოადგილეს, ასევე სასამართლო სისტემის წევრებს – პროკურორებსა და მოსამართლეებს, რომლებმაც პოლიტიკურად მოტივირებული სასჯელი გამოუტანეს, მათ შორის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, ან ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ აზრებს გამოხატავდნენ. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ციხეებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორების ხელმძღანელებიც.

შეზღუდვები შეეხოთ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA-ს გენერალურ დირექტორს, ირინა აკულოვიჩს, არხზე – STV- გადაცემა “სენატის” წამყვანსა და ბელორუსის ეროვნული ასამბლეის ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარეს ნიკიტა რაჩილოვსკის, ასევე ლუკაშენკოს პრესსამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს დიმიტრი ჟუკს.

,,რეჟიმის ეს პროპაგანდისტები ბელარუსის საზოგადოებას შეგნებულად აწვდიდნენ ცრუ ინფორმაციას რეპრესიების შესახებ, ავრცელებდნენ დეზინფორმაციას როგორც ბელარუსის, ისე რუსეთის ხელისუფლების მიერ წარმოებულს და ხელი შეუწყვეს სიძულვილის გაღვივებას დემოკრატიული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ”, – აცხადებენ ევროკავშირის საბჭოში.

მსგავსი თემები