ვარაუდობენ, რომ ირანი ისრაელზე თავდასხმას 5 აგვისტოს განახორციელებს

„თაიმს ოფ ისრაელის“ ცნობით, ამერიკელი და ისრაელელი მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ ირანი და მისი მარიონეტული ძალები ისრაელზე თავდასხმას 5 აგვისტოს გეგმავენ. როგორ წერს ახლო აღმოსავლეთში უკვე ჩავიდა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი მაიკლ კურილა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო თვითმფრინავების ესკადრილიას აგზავნის.

ვაშინგტონსა და თელ ავივში ფიქრობენ, რომ ირანის შეტევა 13-14 აპრილს თეირანის მიერ ისრაელზე განხორციელბული თავდასხმის მსგავსი იქნება, რა დროსაც ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა და დრონი გაუშვეს.

 

მსგავსი თემები