ირანში „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის შემდეგ მასობრივი დაკავებები დაიწყო

ირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ, მასობრივი დაკავებები დაიწყო. დაპატიმრებულებს შორის არიან ირანის სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები, სამხედრო მაღალჩინოსნები, ასევე ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის იმ რეზიდენციის თანამშრომლები, სადაც ისმაილ ჰანიე მოკლეს. ინფორმაციას The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, დაპატიმრებულია სულ 20 ადამიანი.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში ირანელი სამართალდამცავები სწავლობენ ირანის ისლამური რესპუბლიკის აეროპორტებში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს და თვითმფრინავების მგზავრთა სიებს, რადგანაც არსებობს ვარაუდი, რომ „ჰამასის“ ლიდერის მკვლელები, შესაძლოა, ისევ ირანში იმყოფებოდნენ.

 

მსგავსი თემები