თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დააკავეს

თბილისში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს.  როგორც ცნობილია, მას  რამდენიმე დღის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აზერბაიჯანის გარდა სხვა მიმართულებით გაფრენის უფლება არ მისცეს. ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, მისმა ცოლმა  სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ქართული მედიის ცნობით ჟურნალისტის დაკავებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სადიგოვი 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა და ექსტრადირების მიზნით დააკავეს.

მსგავსი თემები