“რუსული საბრძოლო ავიაცია უნდა განადგურდეს“- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით რუსეთის აეროდრომზე დარტყმა “საკმაოდ სამართლიანია”. ამის შესახებ, ზელენსკიმ X-ზე დაწერა.

“რუსული საბრძოლო ავიაცია უნდა განადგურდეს სადაც არ უნდა იყოს, ნებისმიერი ეფექტური საშუალებების გამოყენებით. ასევე, საკმაოდ სამართლიანია რუსეთის აეროდრომებზე დარტყმა. ჩვენ გვჭირდება ჩვენს პარტნიორებთან ერთად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ერთობლივი გადაწყვეტილება. ეს არის ერთადერთი გზა ჩვენი ხალხის დაცვის უზრუნველსაყოფად. მხოლოდ ამ კვირაში რუსეთმა 600-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ყოველდღიური რუსული ტერორი ძლიერი ერთობლივი გადაწყვეტილებით,” – წერს ზელენსკი.

 

მსგავსი თემები