დიდ ბრიტანეთში პოლიციის შენობას ცეცხლი წაუკიდეს-დაშავებულია სამი ოფიცერი

დიდ ბრიტანეთში, სანდერლენდში დემონსტრანტებმა პოლიციის განყოფილება დაწვეს. დაშავებულია სამი ოფიცერი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სამართალდამცავებმა დააკავეს რვა პირი, რომლებმაც პოლიციის შენობა გაძარცვეს და ცეცხლი წაუკიდეს.

არეულობის მონაწილეები მეჩეთთან შეკრებულ პოლიციელებს ქვებს უშენდნენ და ერთი ავტომობილიც დაწვეს.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ლონდონსა და მანჩესტერში არეულობის მიზეზი საუთპორტში მომხდარი ინციდენტი გახდა, რა დროსაც 17 წლის მოზარდი საბავშვო საცეკვაო სკოლის მოსწავლეებს დაესხა თავს. მოკლულია სამი გოგო. კიდევ რვა ბავშვი დაშავდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობები, რომ თავდამსხმელი რადიკალი ისლამისტი მიგრანტი იყო. მოგვიანებით, სასამართლომ თავდამსხმელის ვინაობა გაასაჯაროვა. ის კარდიფში დაბადებული აქსელ მუგანვა რუდაკუბანა აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მიგრანტების საწინააღმდეგო გამოსვლები და არეულობები დიდ ბრიტანეთში არ წყდება.

 

 

მსგავსი თემები