11 სექტემბრის ტერაქტში სამ ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება დაიდო – NYT

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დაგეგმვაში ბრალდებულ სამ კაცთან საპროცესო შეთანხმება დაიდო. ინფორმაციას The New York Times-ი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ, სანაცვლოდ კი ითხოვენ, რომ მათ წინააღმდეგ სიკვდილით დასჯა არ გამოიყენონ.

საუბარია ჰალიდ შეიხ მოჰამადზე, ვალიდ ბინი ატაშსა და მუსტაფა ალ-ხავსავივზე. 59 წლის მოჰამადი ინჟინერია, რომელმაც განათლება აშშ-ში მიიღო. გამოძიების თანახმად, სწორედ მისი იდეა იყო თვითმფრინავების გატაცება და მათი მსოფლიო სავაჭრო ცენტრისა და პენტაგონის შენობებთან შეჯაბეა.

პროკურორების ვერსიით, მან ეს გეგმა უსამა ბინ ლადენს 1996 წელს წარუდგინა, შემდეგ კი შემსრულებლების მომზადებაში იღებდა მონაწილეობას.

11 სექტემბრის ტერაქტის დაგეგმვაში ბრალდებული სამი ადამიანი წლების განმავლობაში, გუანტანამოს ყურეში მდებარე ამერიკულ საზღვაო ბაზაზე ჰყავდათ დაკავებული.

მსგავსი თემები