თბილისში დაკარგული ქალი იპოვეს

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში 50 წლის ქალს ეძებდნენ, რომელიც სახლიდან 30 ივლისს გავიდა. ახლობლებმა საზოგადოებას დახმარებისთვის სოციალური ქსელით მიმართეს.

მოგვიანებით ახლობელმა დაწერა, რომ ქალი უსაფრთხოდ იპოვეს.

„ვიპოვნეთ მეგობრებო, თბილისშია! ყველას დიდი მადლობა, აღარაფრის შემეშინდება არასდროს. ყველამ ერთად გავიმარჯვეთ!“, – წერს ახლობელი.

მსგავსი თემები