ოჯახი ამბობს, რომ სპეცრაზმელის მიერ ნაცემ მოქალაქეს რამდენიმე ადამიანი გაუსწორდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორის მიერ ნაცემი რევაზ მიხანაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, მას ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

,,ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა თავის ტვინის ტრავმული დაზიანება. სისხლჩაქცევა, თავის ტვინის ჰემორაგიული დაჟეჟილობა და ქალა სარქვლის მოტეხილობა თავის ტვინის შეშუპება ცდომით”, – თქვა ექიმმა.

ოჯახები მედიასთან არ საუბრობენ. დაზარალებულის ნათესავებმა მხოლოდ ის თქვეს, რომ ინციდენტში ერთზე მეტი პირი იღებდა მონაწილეობას. დემეტრე რევაზაშვილი ბრალის წარდგენის მოლოდინშია.

,,ეგ არის ხარებას პროტეჟე, ხარებას დანიშნული მაგ ადგილზე, მე ასე ვიცი. დიდი ბოდიში და ხარებას მხრებითა და ხარებას “კრიშითაც” მოძრაობდა, ერთი და ორი კი არ ჰყავს ნაცემი, რამდენიმე, გამიგია მე რომ ქეიფის მერე ნაცემი ჰყავს, მაგრამ ხალხი არის დაშინებული”, – ამბობს ოჯახის ახლობელი.

 

მსგავსი თემები