ბათუმში სამი ადამიანი დაჭრეს

ბათუმში, კლუბ ,,სოჰოს” მიმდებარე ტერიტორიაზე 30 ივლისს სამი ადამიანი დაჭრეს. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. ,,ბათუმელების” ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი მძიმედაა დაჭრილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 120-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი თემები