იტალიამ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის გეგმა შეიმუშავეს

იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი პრემიერ ლი ცინგის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა. მან შეხვედრა გამართა როგორც პრეზიდენტ სი ძინპინთან, ისე სხვა, მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან. მხარეებმა სტრატეგიულ პარტნიორობის დოკუმენტიც კი გამოაქვეყნეს.

როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ეს ვიზიტი მაშინ შედგა, როდესაც ორი ქვეყანა აღნიშნავს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის 20 წლის იუბილეს.

„ვიზიტის დროს მხარეებმა გამოაქვეყნეს სამოქმედო გეგმა (2024-2027) ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიზნით. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორი ქვეყანა მზადაა განახორციელოს აბრეშუმის გზის სულისკვეთება, რომელიც საუკუნეებს ითვლის, გააღრმავოს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, ხელი შეუწყოს ცივილიზაციებს შორის ურთიერთსწავლებას, აამაღლოს ორმხრივი ურთიერთობები და მეტი წვლილი შეიტანოს მშვიდობიან, სტაბილურ და აყვავებულ სამყაროში“ – აცხადებენ ჩინეთის საგარეო უწყებაში.

ვიზიტის დროს ორი პრემიერ-მინისტრი დაესწრო ჩინეთ-იტალიის მეწარმეთა კომიტეტის მეშვიდე შეხვედრის გახსნის ცერემონიას და შეესწრო მრეწველობის, განათლების, გარემოს დაცვის, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებზე ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტების ხელმოწერას.

ქვეყნის ლიდერებმა გაცვალეს მოსაზრებები ჩინეთ-იტალიის ურთიერთობებზე, ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობებსა და საერთაშორისო ლანდშაფტზე.

მსგავსი თემები