უკრაინელი სამხედრო ტყვე როსტოვის საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა

უკრაინელი სამხედრო ტყვე ოლექსანდრ იშჩენკო, რომელიც „აზოვის“ პოლკში მსახურობდა, დონის როსტოვის საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა. „მედიაზონა“ იტყობინება, რომ ამის შესახებ 31 ივლისს გამოაცხადეს სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლოს სხდომაზე, რომელზეც 24 „აზოველის“ საქმე განიხილებოდა.

55 წლის იშჩენკო ორი მუხლით არის ბრალდებული – ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის და ხელისუფლების ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდების მცდელობისთვის.

2022 წლის თებერვალში ის ნებაყოფლობით შევიდა „აზოვის“ ტერიტორიულ დაცვაში და სამხედრო მძღოლად მსახურობდა. იმავე წლის გაზაფხულზე ის მარიუპოლში ტყვედ ჩაუვარდა რუსეთის სამხედროებს, შემდეგ კი კიდევ 23 უკრაინელთან ერთად იყო სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი.

 

 

მსგავსი თემები