„ჩინეთი არის და ყოველთვის იქნება მსოფლიო მშვიდობის საყრდენი“ – ელჩი ჭოუ ციენი

საქართველოში ჩინეთის საელჩოს ორგანიზებით   ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის დაარსების 97-ე წლისთავი აღნიშნეს. ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ისტორიაში უმაღლეს დონეზეა.

„ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობამ თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, ვაჭრობა, კულტურა და სხვ. ორმხრივ თანამშრომლობაში მსგავსი ნაყოფიერი შედეგების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ორივე ქვეყნის ძალისხმევის გარეშე, რომ მშვიდობა და სტაბილურობა შეენარჩუნებინათ საკუთარ ქვეყნებსა და რეგიონებში. გასულ წელს, ჩინეთისა და საქართველოს მიერ ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებაში, საქართველომ ნათლად დაუჭირა მხარი ჩინეთის მიერ წამოყენებულ გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას და გამოთქვა მზადყოფნა, ინიციატივის ფარგლებში გააძლიეროს მიმოსვლა და თანამშრომლობა ჩინეთთან, მასთან ერთად შექმნას მშვიდობიანი და სტაბილური საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო და  უზრუნველყოს რეგიონის ყველა ქვეყნის ერთობლივი განვითარება“  – განაცხადა ელჩმა.

მან პრეზიდენტ სი ძინპინის წარმოდგენილ მშვიდობიანი თანაცხოვრების 5 პრინციპზეც ისაუბრა, რომელსაც წელს 70 წელი შეუსრულდა.

„70 წლის წინ, მსოფლიო მშვიდობის შესანარჩუნებლად, ჩინეთმა ინდოეთთან, მიანმართან და სხვა ქვეყნებთან ერთად წარმოადგინა მშვიდობიანი თანაცხოვრების ხუთი პრინციპი. 10 წლის წინ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინგმა წამოაყენა საერთო, ყოვლისმომცველი და მდგრადი ახალი უსაფრთხოების კონცეფცია. ორი წლის წინ, პრეზიდენტმა სი ძინპიმა წამოაყენა გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოების ფართო გამოხმაურება და მხარდაჭერა მოიპოვა. ჩინეთის უსაფრთხოების კონცეფციის ძირითადი არსი ნათელია, ეს არის ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების დაცვა და ყველა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელობის მინიჭება“ – განაცხადა ელჩმა.

მან ერთ-ერთი აქცენტი სწორედ მშვიდობის მიმართულებით გააკეთა.

„ჩინეთი ყოველთვის იყო მსოფლიო მშვიდობის დამცველი, ურყევად ატარებს მშვიდობის დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას და მტკიცედ მიჰყვება მშვიდობიანი განვითარების გზას. ჩინეთი ერთადერთი დიდი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელმაც მშვიდობიანი განვითარება საკუთარ კონსტიტუციაში შეიტანა. ასევე,  ერთადერთი ქვეყანაა გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს შორის, რომელმაც პირობა დადო, რომ ბირთვულ იარაღს პირველი არასოდეს გამოიყენებდა. ბოლო დროს, ჩინეთმა აქტიურად შეასრულა პასუხისმგებელი დიდი სახელმწიფოს როლი, წარმატებით შეუწყო ხელი საუდის არაბეთსა და ირანს შორის ისტორიულ შერიგებას, ბიძგი მისცა პალესტინის 14 ფრაქციას, გამოეცათ ისტორიული „პეკინის დეკლარაცია“ და აქტიურ როლს ასრულებს უკრაინის კრიზისის მოგვარებაში. ჩინეთი არის და ყოველთვის იქნება მსოფლიო მშვიდობის საყრდენი“ – აღნიშნა მან.

 

მსგავსი თემები