ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მთავრობას ნებას რთავს ვალის გადახდას 1 ოქტომბრამდე შეაჩეროს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყნის მთავრობას უფლებას აძლევს 1 ოქტომბრამდე საგარეო ვალის გადახდა საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს. ინფორმაცია უკრაინის უმაღლესი რადის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

აღნიშნული კანონი უკრაინის პარლამენტმა 24 ივლისს მიიღო და პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა. ზელენსკიმ მას ხელი დღეს მოაწერა და საკანონმდებლო ორგანოს უკან დაუბრუნა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა 25 ივლისს უკრაინის რეიტინგი დეფოლტამდე, CC-დან C დონემდე დაწია. დღეის მდგომარეობით, უკრაინის საერთო საგარეო ვალი 151 მილიარდ დოლარს აღემატება.

მსგავსი თემები