ირანში ჰამასის ლიდერი, ისმაილ ჰანიე მოკლეს

,,ჰამასის” პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე ირანის დედაქალაქ თეირანში მოკლეს. ინფორმაციას CNN-ი ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსისა და ,,ჰამასის” განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

,,ჰამასის” განცხადების თანახმად, ჰანიე თეირანში მისი რეზიდენციის ,,დარბევის” დროს მოკლეს. დაჯგუფება მკვლელობაში ბრალს ისრაელს სდებს. ,,ჰამასის” პოლიტბიუროს წევრმა მუსა აბუ მარზუკმა თქვა, რომ ეს იყო ,,მშიშარა საქციელი”, რომელიც ,,უპასუხოდ არ დარჩება”.

ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა განაცხადა, რომ ,,ინციდენტის” მიზეზი დაუყოვნებლივ არ არის ნათელი, მაგრამ მიმდინარეობს ,,გამოძიება”. ჯგუფის ცნობით, ჰანიე დაიღუპა ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობის შემდეგ, რომელმაც სამშაბათს ფიცი დადო.

ისრაელს ჯერ საპასუხო განცხადება არ გაუვრცელებია.

მსგავსი თემები