“კამალა ჰარისი მალე გამოაცხადებს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს” – Reuters

კამალა ჰარისი მალე გამოაცხადებს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს და მასთან ერთად საკვანძო შტატებში ტურნეს გამართავს.  აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, კამალა ჰარისი, რომელიც მალე უნდა გახდეს „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, უკვე შემდეგ კვირას მის ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატთან ერთად გაატარებს წინასაარჩევნო ღონისძიებებს ე.წ. “საბრძოლო” შტატებში.

ბოლო წლებში ასეთ შტატებს, სხვებთან ერთად, მიეკუთვნება – მიჩიგანი, პენსილვანია და ვისკონსინი.

გამოცემის ცნობით, დაგეგმილი ტურნე იმაზე მეტყველებს, რომ კამალა ჰარისი ახლოსაა გადაწყვეტილების მიღებასთან თუ ვინ გახდება მისი პარტნიორი წინასაარჩევნო კამპანიაში. მათივე ინფორმაციით,  ვიცე-პრეზიდენტობაზე კანდიდატების სიაში არიან პენსილვანიის გუბერნატორი ჯოშ შაპირო, აშშ-ის სენატორი არიზონადან მარკ კელი, მინესოტას გუბერნატორი ტიმ ვოლცი, და აშშ-ის ტრანსპორტის მდივანი პიტ ბუტიჯიჯი.

მსგავსი თემები