ქვიშის კოშკები, ტბები და გადამფრენი ფრინველების თავშესაფარი ჩინეთში, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს

იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხა გააფართოვა. ამჯერად, ამ ჩამონათვალში ჩინეთის ქვიშის კოშკები, ტბები და გადამფრენი ფრინველების თავშესაფარი მოხვდა. ჩინეთს იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობაში სულ 59 ძეგლი აქვს.

„გილოცავთ პეკინის ცენტრალური ღერძის, ბადაინ-ჯარანის უდაბნოს – ქვიშის კოშკებისა და ტბების და გადამფრენი ფრინველების თავშესაფრებს ჩინეთის ყვითელი ზღვის სანაპიროზე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანას. ახლა ჩინეთს აქვს 59 მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც მეორე ადგილზეა მსოფლიოში, მათ შორის 15 მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლი და ოთხი კულტურული და ბუნებრივი ადგილი“ – აღნიშნეს ჩინეთის საგარეო სამეთა სამინისტროში.

ასევე განმარტეს, რონ  ჩინეთი აგრძელებს მსოფლიოში პირველობას მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობით. რომ  ჩინეთის მთავრობამ განახორციელა კულტურული რელიქვიების შენარჩუნების 100-ზე მეტი პროექტი, რათა აღედგინა პეკინის ცენტრალური ღერძი, მსოფლიოში ყველაზე გრძელი ურბანული ცენტრალური ღერძი და შეერწყა თანამედროვე ცხოვრება ქალაქის ცენტრის მდიდარ ისტორიას.

„მწვანე ოქრო“ – სწორედ ასე აფასებენ  ბიომრავალფეროვნებასა და გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს ჩინეთში.

 

მსგავსი თემები