„ეს მოტაცება არ არის, ქურდობაა“- კაბალში გატაცებული 23 წლის გოგოს ოჯახი დახმარებას ითხოვს

სოფელი კაბალში გატაცებული 23 წლის გოგოს ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია თუ სად იმყოფება გუნელ გასანოვა. გატაცებული გოგოს ოჯახის წევრები შურისძიებას არ გამორიცხავენ.

„მანქანა გზაზე მიტოვებული ვნახეთ. დახმარებას ვითხოვთ, ველოდებით ახალ ინფორმაციას…. ეს მოტაცება არ არის, ეს ქურდობაა“- ამბობენ გასანოვას ახლობლები.

სამართალდამცველები გამტაცებლებს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

23 წლოს გოგო, დღეს ქორწინების მიზნით, მაშინ გაიტაცეს როდესაც ბებიასთან ერთად სეირნობდა.

მსგავსი თემები