ეთერ ლიპარტელიანი მეოთხედფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ძიუდოს ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ასპარეზობს.

ქართველმა მერვედფინალში უზბეკ ამინოვას ვაზარით სძლია და ნახევარფინალში გასასვლელად ბრაზილიელ ოლიმპიურ ჩემპიონს, რაფაელა სილვას დაუპირისპირდება.

დღეს პარიზში ლაშა შავდათუაშვილიც (73კგ) ასპარეზობდა. ოლიმპიური ჩემპიონის პირველი მეტოქე შეჯიბრზე ფრანგი ჟოან ბენჟამინ გაბა გახლდათ. შეხვედრა ძალიან დაძაბულად წარიმართა და, საბოლოოდ, დამატებით დროში ქართველის მარცხით დასრულდა.

ცნობისთვის, პარიზში ძიუდოს ტურნირზე საქართველოს ნაკრები ჯერ მედლის გარეშეა.

მსგავსი თემები