კათოლიკე ლიდერები საიდუმლო სერობის სცენის დაგმობაში ფრანგ ეპისკოპოსებს უერთდებიან

კათოლიკური საინფორმაციო სააგენტო (CNA) ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ კათოლიკე ლიდერები პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საიდუმლო სერობის სცენის დაგმობაში, ფრანგ ეპისკოპოსებს უერთდებიან.

ეპისკოპოსები და გამოჩენილი წინამძღოლები მთელი მსოფლიოდან შეუერთდნენ საფრანგეთის ეპისკოპოსთა კონფერენციისა და აშშ-ის ეპისკოპოსების 26 ივლისს გამართული პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის კრიტიკას საიდუმლო სერობის გამოსახვისთვის და მას ქრისტიანობის ღრმად სამარცხვინო დაცინვა უწოდეს.

შაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ფრანგმა ეპისკოპოსებმა ღრმა სინანული გამოხატეს ქრისტიანობის დაცინვის სცენების გამო.

“მადლობას ვუხდით სხვა რელიგიური კონფესიების წევრებს, რომლებმაც სოლიდარობა გამოხატეს“, – ნათქვამია 27 ივლისის განცხადებაში.

“ჩვენ ვფიქრობთ ყველა ქრისტიანზე ყველა კონტინენტზე, რომლებიც გარკვეული სცენების აღშფოთებამ და პროვოკაციამ დააზარალა. ვიმედოვნებთ, მათ ესმით, რომ ოლიმპიური დღესასწაული ზოგიერთი ხელოვანის იდეოლოგიურ პრეფერენციებს სცილდება“.

სტატიაში მოყვანილია ეპისკოპოსების გამოხმაურებები პარიზის ოლიმპიადაზე.

მალტის არქიეპისკოპოსმა ჩარლზ სციკლუნამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ მან მესიჯი გაუგზავნა საფრანგეთის ელჩს მალტაში, სადაც იმედგაცრუება გამოხატა ქრისტიანების შეურაცხყოფის გამო, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის დროს, როდესაც დრაგ არტისტების ჯგუფმა საიდუმლო სერობის პაროდია გააკეთა.

აშშ-ის საეპისკოპოსო კომიტეტის თავმჯდომარემ, ეპისკოპოსმა ენდრიუ კოზენსმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც კათოლიკეებს მოუწოდებს, პარიზის ინციდენტს ლოცვითა და მარხვით უპასუხონ.

 

მსგავსი თემები