საქართველოს მოქალაქეები ტაილანდში უვიზოდ იმოგზაურებენ

ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა აამოქმედა.  60-დღიანი უვიზო მიმოსვლა 93 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოიღეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

ტაილანდის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ტრაისული ტრაისორანაკულის თქმით, სავიზო პოლიტიკის განახლება მიმართულია მეტი უცხოელი ვიზიტორის მოსაზიდად, მათ შორის, მოგზაურობის ხელშეწყობისთვის.

უვიზო მიმოსვლა 15 ივნისიდან ამოქმედდა.

მსგავსი თემები