“კითხვები იყო ტერორიზმზე”- სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჯღამაიას გამოკითხვა დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში კონსტანტინე ჯღამაიას დაკითხვა დასრულდა. მან სასამართლოს შენობა უკვე დატოვა. როგორც ვეტერანი მებრძოლი ჟურნალისტებთან საუბრის დროს აცხადებს, მოსამართლემ კითხვები უკრაინაში ქართველი მებრძოლების შესახებ დაუსვა.

„არაფერი არ ვიცოდი და რა უნდა მეთქვა. კითხვები იყო ტერორიზმზე, მაგრამ გულახდილად გავეცი პასუხები, რადგან საქმეზე არაფერი არ ვიცი. მე უბრალოდ მეომარი ვარ” – ამბობს კონსტანტინე ჯღამაია.

რაც შეეხბა კონსტანტინე ჯღამაიას ადვოკატს, თორნიკე ჩიქოვანს. ის ამბობს, რომ კითხვები სახელმწიფო გადატრიალების საქმესაც შეეხო.

მსგავსი თემები