„ვგმობ ნებისმიერ თავდასხმას“- ივანიშვილზე, სავარაუდო თავდასხმის მცდელობას კრემლში გამოეხმაურნენ

კრემლში ივანიშვილზე სავარაუდო თავდასხმის მომზადების საქმეზე, რის გამოც სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს, კრემლში ეხმაურებიან. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მან საქმის დეტალები არ იცის, თუმცა „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეზე სავარაუდო თავდასხმის მომზადების ფაქტი დაგმო.

“მე ვერ ავაკეთებ კომენტარს, რადგან არ ვიცი დეტალები. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ თავდასხმას, ეს მიუღებელია. ნებისმიერი მკვლელობის მცდელობა არის ტერორისტული აქტი, მითუმეტეს მოქმედ პოლიტიკოსებზე, მითუმეტეს, პოლიტიკური ზეწოლისთვის უკანონო ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას, მაგრამ დეტალები არ ვიცი, ამიტომ მეტს ვერ გეტყვით“ – განუცხადა პესკოვმა.

მსგავსი თემები