ნეთანიაჰუ დღეს კონგრესში სიტყვით გამოვა, რის შემდეგაც ბაიდენს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შეხვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს კონგრესში სიტყვით გამოვა.  ნეთანიაჰუ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა მიიწვია, როგორც ისრაელის მიმართ ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება. ზოგიერთი დემოკრატი კონგრესმენი ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლას ბოიკოტს უცხადებს ღაზაში ისრაელის მიერ წარმოებული ომის შედეგად უზარმაზარი მსხვერპლის გამო.

კონგრესში გამოსვლის შემდეგ, ნეთანიაჰუ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, მოგვიანებით კი, ფლორიდის რეზიდენციაში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპსაც შეხვდება.

მსგავსი თემები