მოსკოვში ოფიცრის მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილი თურქეთში დააკავეს

მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ოფიცრის ავტომობილის აფეთქებაში ეჭვმიტანილი თურქეთში გაიქცა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

პარალელურად თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიქაიამ განაცხადა, რომ მოსკოვში ავტომობილის აფეთქებაში ეჭვმიტანილი თურქეთის ქალაქ ბოდრუმში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რუსეთს მოქალაქე, ევგენი სერებრიაკოვი.

აფეთქების შედეგად დაშავებულია ცოლ-ქმარი. მომხდარის ერთ-ერთ ვერსიად განიხილება მკვლელობის მცდელობა, რომელიც დაზარალებულის პროფესიულ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.

 

მსგავსი თემები