„შეკერილი საქმეა და მტრის ხატის შექმნა უნდათ იმ მებრძოლებისგან, ვინც უკრაინაში იბრძოდა“- ვანო ნადირაძე

სუს-ში დაწყებულ გამოძიებას უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი ვანო ნადირაზე ეხმიანება. მისი თქმით, აღნიშნული საქმე „შეკერილია“ და ემსახურება მტრის ხატის შექმნას.

„თვითონაც ვეღარ გარკვეულან, ვისზე თქვან, რომ აი, დაგეგმილი იყო ლიკვიდაცია, ტერაქტიო. ხან კობახიძე, ხან ივანიშვილი. ცხადია, რომ ეს შეკერილი საქმეა და მტრის ხატის შექმნა უნდათ იმ მებრძოლებისგან, ვინც უკრაინაში იბრძოდა. არც არაფერი იყო დაგეგმილი არც არავინ არაფერს გეგმავს, სისულელეა. ეს, უბრალოდ, გათვლილი აქვთ მათ თავიანთ ამომრჩეველზე. უკრაინის სპეცსამსახურების დადანასშულება, ეს უკვე სასაცილოა. რა დროს კობახიძე და ივანიშვილია უკრაინის სპეცსამსახურებისთვის, როდესაც ფრონტის ხაზზე გააფთრებული ბრძლებია, რუსეთიდან მხრიდან ათასი ტერაქტებია. მთელი ქვეყნის სპეცსამსახური გადართულია თავისი ქვეყნის უსაფრთხოებაზე“ – ამბობს ვანო ნადირაძე.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

მსგავსი თემები