„არ ვიცი რამდენად უხეირო შეიძლება დაუძახო, 12 წელია კი გვაზის აგერ თავზე“- ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილზე

ამერიკის სენატში გუშინ გაკეთებულ შეფასებას “გირჩი -მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე ეხმიანება. ჯაფარიძე ამბობს, რომ აშშ-დან გზავნილებს გავლენა ექნება ქვეყნის მომავალ განვითარებაზე.

„არ ვიცი რამდენად უხეირო შეიძლება დაუძახო, 12 წელია კი გვაზის აგერ თავზე, მაგრამ დიქტატურისკენ რომ მიჰყავს ეს ქვეყანა, ფაქტია და ამას ხედავენ მათ შორის დასავლეთში ჩვენი პარტნიორები. ის გზავნილები, რომელიც ისმოდა კონგრესიდან, ეს გზავნილები არ არის მხოლოდ ჩვენთვის. ამას უსმენდდა მთელი სამყარო და გასაგებია, რა აღქმაც აქვთ ჩვენს ქვეყანაზე. ამერიკიდან რომ ისმის, რომ ამ ქვეყანაში ეს ხდება, რასაც გუშინ აღწერდა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, გასაგებია, რა დაინტერესება შეიძლება იყოს იგივე ინვესტორების მხრიდან. ამას ყველაფერს გავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებაზე, სამწუხაროდ, თუ ოქტომბერში არ შევცვალეთ ხელისუფლება, მაგრამ შევცვლით, დარწმუნებული ვარ”- აცხადებს ზურა ჯაფარიძე.

 

მსგავსი თემები