„კენჭს კვლავ ვიყრი, რათა კანცლერი ისევ გავხდე“- შოლცი

ოლაფ შოლცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კენჭს კვლავ იყრის, რათა კანცლერი გახდეს. პრესკონფერენციის დასაწყისში  შოლცს ჰკითხეს, ხომ არ აპირებს ჯო ბაიდენის მაგალითს მიჰყვეს და მომავალ არჩევნებზე კანცლერობის კანდიდატურაზე უარი თქვას.

„მადლობა ასეთი კარგი და მეგობრული შეკითხვისთვის. ჩვენ ყველას გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ერთად მივიღოთ და გავიმარჯვოთ. კენჭს კვლავ ვიყრი, რათა კანცლერი ისევ გავხდე“- განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ცნობისთვის, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 2025 წელს გაიმართება.

მსგავსი თემები