რუსეთმა ოდესას დაარტყა

რუსეთმა ღამით ოდესის ოლქში, იზმაილის პორტზე დარტყმა განახორციელა. სამხედრო ოპერაციის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ​პორტში რამდენიმე შენობა დაზიანდა და გაჩნდა ხანძარი, ასევე დაზიანებულია ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

უკრაინული მხარის ცნობით, საჰაერო ძალებმა რუსეთიდან და ოკუპირებული ყირიმიდან ღამით გაშვებული 23 დრონიდან 17 ჩამოაგდეს. მათი უმეტესობა ოდესის ოლქის თავზე განადგურდა.

მსგავსი თემები