“ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, ყოფილიყო წარდგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, შეიტანა სარჩელი”- კობახიძე

„ლოგიკურია, რომ კონკრეტულმა ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ თავად უნდა ყოფილიყო წარდგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, შეიტანა სარჩელი. დანარჩენი არის სამართლებრივი საკითხი, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩავერევით ამ დავის განხილვაში“, – აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერმა ასევე განმარტა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, კონკურსი უამრავი დარღვევით წარიმართა.

„რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, აქ ორმაგ სტანდარტზეც მინდა ყურადღება გავამახვილო – თქვენ გახსოვთ, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ ექსკლუზიური კონსტიტუციური უფლებამოსილებები უნდა დარჩეს ექსკლუზიურ კონსტიტუციურ უფლებამოსილებებად, თუმცა პარლამენტთან მიმართებით იყო არაერთი მოთხოვნა, რომ ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში, კონკურსის წესით უნდა დანიშნულიყვნენ, არჩეულიყვნენ თანამდებობის პირები, რაც არის ნონსენსი. ამ ნონსენსის გავრცელებაში ჩართული იყო იგივე ვენეციის კომისია, ჩართული იყო ევროკომისია. სამართლებრივად ეს არის ნონსენსი. ახლა გაირკვა, რომ ამ ნონსენსს აპროტესტებენ ის NGO-ები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თავის დროზე ამ ნონსენსის კანონმდებლობაში ჩაწერას ითხოვდნენ”- განაცხადა კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ლოგიკურია, რომ ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, თავად ყოფილიყო წარდგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად,  სარჩელი შეიტანა.

“რაც შეეხება თვითონ კონკურსს, რა ინფორმაციაც გავრცელდა და რასაც გავეცანი, არის უამრავი დარღვევა, აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ კონკრეტულმა ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ თავად უნდა ყოფილიყო წარდგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, შეიტანა სარჩელი. მაგრამ დანარჩენი არის სამართლებრივი საკითხი, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩავერევით ამ დავის განხილვაში. არიან შესაბამისი უწყებები, რომლებიც განიხილავენ ამ საკითხს და მიიღებენ სათანადო გადაწყვეტილებას. ეს არის სუფთა სამართლებრივი საკითხი. თუ ვინმეს ექნება სამართლებრივი პრეტენზიები, შეუძლია საკუთარი სამართლებრივი პრეტენზიები გამოხატოს სათანადოდო ფორმით“,- განაცხა კობახიძემ

 

მსგავსი თემები