რუსებმა ხარკოვი დაბომბეს – არის მსხვერპლი

უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე და ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით წერს, რომ რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი. ამავე ცნობით, რუსებმა ხარკოვის ერთ-ერთი რაიონის ინდუსტრიულ ზონას S-300 რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ოლეგ სინეგუბოვის გაცხადებით, რუსების მიერ დილით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი საგანგებო სამსახურების სპეციალისტები მუშაობენ.

 

 

 

 

მსგავსი თემები