ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ჩატარებული რეიდის დროს 7 პალესტინელი დაიღუპა

„დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ჩატარებული რეიდის დროს 7 პალესტინელი დაიღუპა“- ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა რეიდი ქალაქ ტულქარმში განახორციელეს, სადაც ისრაელელი ჯარისკაცები და პალესტინელი მებრძოლები ერთმანეთს ქუჩებში დაუპირისპირდნენ.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაპირისპირებას „ჰამასისა“ და „ფატაჰის“ მებრძოლები ემსხვერპლა. ასევე, სროლის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა.

მსგავსი თემები