უკრაინაში საომარი მდგომარეობა გახანგრძლივდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის კიდევ 90 დღით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას რადას დეპუტატი იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს.

გადაწყვეტილებას პარლამენტის 339-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

ამგვარად, საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია უკრაინაში 9 ნოემბრამდე გახანგრძლივდა.

მსგავსი თემები