სიცილიაში ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო აეროპორტი დაიხურა

სიცილიის ქალაქ კატანიაში ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო აეროპორტი დაიხურა. შეჩერებულია ყველა რეისის მიღება და გამგზავრება. ადმინისტრაციის ცნობით, აეროპორტი მუშაობას ნორმალურ რეჟიმში განაახლებს, როგორც კი ფერფლის ამოფრქვევა შეწყდება.

ეტნა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, ბოლო დღეებია, ლავასა და ფერფლს აფრქვევს.

მსგავსი თემები