კრასნოდარში პორტში დრონებით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

კრასნოდარის ოლქის „კავკაზის“ პორტში დრონებით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას კრასნოდარის ოლქის გუბერნატორი, ვენიამინ კონდრატიევი ავრცელებს.

„კიევის რეჟიმმა კრასნოდარის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმა კვლავ სცადა. დღეს დილით, „კავკაზის“ პორტში საბორნე გემს თავს დრონები დაესხნენ. სამწუხაროდ, ეკიპაჟის წევრებსა და პორტის თანამშრომლებს შორის დაშავებულები და გარდაცვლილები არიან“, – განაცხადა გუბერნატორმა.

ოპერატიული სამსახურების ცნობით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა.

 

მსგავსი თემები